ლუკაშენკო კვლავ ბელორუსიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. „ჩვენ უნდა შევაფასოთ ქვეყნის ოლიმპიურ მოძრაობაში არსებული ვითარება და მას შესაბამისი შეფასება მივცეთ“ – განაცხადა ლუკაშენკომ ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის ყრილობაზე.
ლუკაშენკო ბელორუსიის ოლიმპიურ კომიტეტს 1997 წლიდან ხელმძღვანელობს. მან განაცხადა, რომ ორგანიზაციის აღმასკომის სხდომებს წელიწადში ოთხჯერ ჩაატარებს.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტი ახლგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი ფინანსური წახალისება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები