მიხეილ სააკაშვილი ყოფილ ქვეშევრდომს ეკამათება – „შენ მე ფეხებს მილოკავდი“ (ვიდეო)

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ და ოდესის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და მის ყოფილ ქვეშევრდომს, ოდესის ოლქის კილიისკის რაიონის საბჭოს  თავმჯდომარეს პაველ ბოიჩენკოს შორის კამათი მოხდა. სააკაშვილმა და ბოიჩენკომ იმაზე იკამათეს, თუ ვინ მოიპოვა სპასკოე -ილკოვოს გზის რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი თანხები. სააკაშვილი ვილკოვოში ამ გზის მშენებლობის ინსპექტირების მიზნით ჩავიდა.
ბოიჩენკომ განუცხადა სააკაშვილს, რომ ის “ხალხს ბევრს ჰპირდებოდა და არაფერი არ გაუკეთა“ ამის საპასუხოდ სააკაშვილმა კილიისკის საბჭოს თავმჯდომარე მლიქვნელობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები