გერმანიაში სირიის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში სირიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბერლინში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ „როიტერი“იუწყება.
17 წლის სირიელი ბერლინის მახლობლად, უკერმარკის მიდამოებში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ის ხალხმრავალ ადგილას საკუთარი თავის აფეთქებას გეგმავდა. პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა სირიაში თავის ახლობლებს დაუკავშირდა და გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა. ამის შემდეგ ის დააკავეს.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უცნობია ისიც,, კონკრეტულად სად გეგმავდა სირიის მოქალაქე ტერაქტის მოწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები