ტრამპი გერმანიას ნატოს არასათანადო დაფინანსებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანია არასაკმარის თანხებს ხარჯავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფინანსებაში. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა.
„ჩვენ გვაქვს გერმანიასთან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი. გარდა ამისა, გერმანია ნატოსთვის არასაკმარის თანხებს ხარჯავს. ესეც ჩვენთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ეს შეიცვლება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
25 მაისს ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსში შემავალი 28 ქვეყნიდან 23 არ იხდის იმ თანხებს, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. ნატოს წესდების მიხედვით, მისი წვერი ქვეყნები თავდაცვის ერთიან ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს უნდა იხდიდნენ, მაგრამ  დღეს ნატოს ბიუჯეტის 70%-ს აშშ იხდის. ამასთანავე, ეს წესი სარეკომენდაციო ხასიათისაა და დარღვევისთვის არანაირი სანქციები არ არის გათვალისწინებული.
გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები აქამდე აცხადებდნენ, რომ თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები