ბაღდადში დღე-ღამის განმავლობაში, მეორე ტერაქტი მოხდა – დაღუპულია 7 ადამიანი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ეს მეორე ტერაქტია ბაღდადში, ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ტელეკომპანია  “Al Jazeera” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ალ-შაჰადის“ ხიდზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. რამდენიმე საათით ადრე, ბაღდადში, კარადას რაიონში მომხდარ ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები