მოლდავეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების შემდეგ მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება

მოსკოვი მოლდავეთს რუსი დიპლომატების გაძევების შემდეგ საპასუხო ზომებით ემუქრება. „პასუხი ძალზე ხისტი იქნება“, – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
კარასინის შეფასებით, დიპლომატების გაძევება არის უხეში პროვოკაცია. მისივე თქმით, ეს არის დარტყმა იმ ძალებზე, რომლებიც მოსკოვსა და კიშინიოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უჭერენ მხარს, მათ შორის მოლდავეთის პრეზიდენტზე, იგორ დოდონზე.
ცნობისთვის, მოლდავეთის მთავრობამ ქვეყნიდან 5 რუსი დიპლომატი გააძევა. მათ ქვეყნის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. მოლდავეთის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა აღნიშნული ფაქტი დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები