მოსკოვში ქარბუქის შედეგებს ითვლიან – დაღუპულია 16 ადამიანი (ფოტოკოლაჟი)
რუსეთის დედაქალაქში ზარალს ითვლიან, რომელიც მოსკოვში უძლიერესმა ქარბუქმა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ხოლო სამედიცინო დახმარება 150-ს დასჭირდა.
ქარმა ხეები მოგლიჯა, წააქცია სარეკლამო აბრები და ბოძები. დაზიანდა ათობით ავტომობილი.
ქარბუქი მოსკოვის ოლქშიც მძვინვარებდა.