ევროკავშირმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა

ევროკავშირმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახური იუწყება.
სანქციები 2018 წლის 1-ელ ივნისამდე გაგრძელდა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „შავ სიას“ სირიის მთავრობის სამი წევრი დაემატა.
სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს, სირიაში საწვავის მიწოდების აკრძალვას, ინვესტიციების შეზღუდვას, სირიის ცენტრალური ბანკის ანგარიშების გაყინვას და სხვა ზომებს ითვალისწინებს. სანქციები ასევე მოქმედებს 239 ფიზიკური და 67 იურიდიული პირის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები