დიდ ბრიტანეთში ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰანტინგტონთან ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი ქალი მოკლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვეფხვი და ზოოპარკის თანამშრომელი დაუდგენელი მიზეზით ერთ გალიაში აღმოჩნდნენ. ცხოველი მას თავს დაესხა და ადგილზე მოკლა.
ზოოპარკის ადმინისტრაცია მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ზოოპარკში მისულ დამთვალიერებლებს საფრთხე არ ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები