მაკკეინი პუტინს „ისლამურ სახელმწიფოზე“ უფრო დიდ საფრთხეს უწოდებს

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სტაბილურობისთვის მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამის შესახებ მაკკეინმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს განაცხადა. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭერს მხარს, ვინაიდან მოსკოვი შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიაში ერეოდა.
რამდენიმე დღის წინ მაკკეინმა გადაცემა Fox News Sunday-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფებოდა, არის პუტინის პროპაგანდისტი და „მარიონეტი ბანდიტი და მკვლელი პუტინის ხელში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები