რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას ერთი სამხედრო დაიღუპა

ერთი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა რუსეთში, სარატოვის ოლქში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაშვებისას „ან-26“-ის ტიპის თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები გაუჩნდა. მის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიული დაფრენისას, საჰაერო ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.
წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავი გაუფუჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები