სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა  ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს.
მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5-კანდიდატიანი სია შემდეგნაირად გამოიყურება:1. ლადო ჭანტურია – 5 ; 2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69; 3. შოთა გეწაძე – 3.85; 4. თამარ ალანია – 3.77; 5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლეობის მსურველი ხუთი კანდიდატის დასახელებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ საკუთარი მანდატი ამოწურა.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია ორი დღის განმავლობაში 23 კანდიდატს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები