ანგელა მერკელი: ამერიკა დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის

“ამერიკა დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა G7(დიდი შვიდეულის) სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამოცემა „ბილდის“ ცნობით, მერკელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპით იმედგაცრუებულია.
“დრო, როდესაც შეგვეძლო სხვებს დავყრდნობოდით დასრულდა. ეს ფაქტი ბოლო დღეების განმავლობაში გავიაზრე. ჩვენ – ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი”, – განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთთან ახლო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს.
“დიდი შვიდიანის” სამიტი 26-27 მაისს ტაორმინაში (სიცილია, იტალია) გაიმართა. ორდღიანი მოლაპარაკებების დღის წესრიგში ტერორიზმის, რუსეთის, ვაჭრობისა და კლიმატის პრობლემების განხილვა იყო. G7-ის შეხვედრას პირველად ესწრებოდნენ დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები