აშშ-ში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში მისისიპის შტატში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციის უფროსის მოადგილეა. სროლა სამ სხვადასხვა სახლში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
ამ ეტაპზე, უცნობია მკვლელობის მოტივი და ასევე ის, იცნობდა თუ არა დაკავებული მოკლულებს.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები