„რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც“

მთავარია ჩვენ რუსეთის არ გვეშინოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინსა და კრემლს სურთ შიში გაგვიჩინონ, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც.
როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რუსეთი საამისოდ საინფორმაციო ომს, „ფეიქ ნიუსებს“ და კიბერშეტევებს იყენებს.
„ჩვენ სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ. ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა გაიღვიძეს. რამდენიმე წლის წინ ჩვენ, ლიტველებს, ლატვიელებს, ქართველებს, უკრაინელებს, არავინ გვისმენდა, როდესაც ვამბობდით, რომ პუტინს დასავლურ დემოკრატიებზე იერიშის მიტანა სურს. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას სულ უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირსა და ნატოს“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები