ავღანეთში ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰოსტის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 6 ადამიანი. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
უსაფრთხოების ძალების ავტოკოლონაზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ტერაქტი მუსლიმანების წმინდა დღესასწაულს, რამადანს დაემთხვა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა მეტია. რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები