ერაყის ჯარი მოსულის ბოლო რაიონის გათავისუფლების ოპერაციას იწყებს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის ბოლო რაიონის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს, რომელსაც დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკები” ჯერ კიდევ რჩებიან მოსულის ისტორიულ ნაწილში, რომელიც მდინარე ტიგროსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
მოსულისთვის ბრძოლა მერვე თვეა გრძელდება. ეს ქალაქი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები