ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა

ცნობილი პოლიტოლოგი, სოციოლოგი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა, მიკამ განაცხადა.
ბჟეზინსკი აშშ-ში მოღვაწე პოლონური წარმოშობის პოლიტიკოსი იყო. 1966 – 1968 წლებში ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის საბჭოს  წევრი იყო.
ჯიმი კარტერის მრჩეველი ბჟეზინსკი 1977 – 1981 წლებში იყო. ის ასევე თანამშრომლობდა აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან, იყო დემოკრატიის ნაციონალური მხარდაჭერის ორგანიზაციის,  Freedom House-ის და აშშ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის დირექტორთა საბჭოს წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები