ესპანეთში ძროხის დაკვლის წინააღმდეგ, ათი ათასობით ხელმოწერა შეგროვდა

ესპანეთის კატალონიის მხარეში მოსახლეობამ 177 ათასი ხელმოწერა შეაგროვა ერთ-ერთ ფერმაში მცხოვრები ძროხის, სახელად მარგარიტას, დაკვლის წინააღმდეგ. ძროხის დაკვლის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ მას საბუთები არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ძროხა ბარსელონის მახლობლად მდებარე ფერმაში 4 წელია ცხოვრობს. ფერმის პატრონს ის მეგობარმა აჩუქა. ის, რომ ცხოველს საბუთები არა აქვს, ხელისუფლებას მეზობელმა შეატყობინა.
ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერმა შინაურმა ცხოველმა ვეტერინარის შემოწმების შემდეგ შესაბამისი საბუთი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისმა პატრონმა 3 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ხოლო ცხოველს კლავენ.
ცხოველის დაკვლის წინააღმდეგ ხელმოწერები ინტერნეტში შეგროვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები