ესტონეთიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევეს

ესტონეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ქალაქ ნარვაში რუსეთის გენერალური კონსული დიმიტრი კაზენოვი და კონსული ანდრეი სურგაევი გააძევა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მოსკოვმა უკვე უწოდა ამ ფაქტს „ძალზე არამეგობრული ნაბიჯი” და საპასუხო ზომებით იმუქრება.
რუსმა დიპლომატებმა ესტონეთი უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები