ბრიტანელ სტუდენტს, რომელმაც ლონდონის მეტროში ბომბი შეიტანა, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

20 წლის ბრიტანელ სტუდენტს, დეიმონ სმიტს სასამართლომ ლონდონის მეტროში ბომბის მიტანისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს ფაქტი 2016 წლის ოქტომბერში მოხდა. სმიტმა ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში ზურგჩანთა დატოვა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო.
თავად სტუდენტი აცხადებდა, რომ ტერაქტის მოწყობას არ აპირებდა და ბომბი მეტროში მგზავრების შესაშინებლად მიიტანა.
სტუდენტმა ბომბი თავად დაამზადა და მასში სპეციალური რკინის ელემენტები ჩადო, რათა აფეთქების შემდეგ, დაზიანება უფრო დიდი ყოფილიყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბომბი საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა აფეთქებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები