თავდასხმა ავღანეთში – დაღუპულია 15 სამხედრო

სულ მცირე, 15 სამხედრო დაიღუპა ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე „თალიბანის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
მოძრაობა „თალიბანმა“ ბოლო დროს ავღანეთში სამხედროების ბაზებზე რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა მოაწყო. ერთ-ერთ ასეთ შეტევას, მაზარი-შარიფის მახლობლად, 140 სამხედრო ემსხვერპლა. ამ ფაქტის შემდეგ, ავღანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები