ბრაზილიაში მომიტინგეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი მოუკიდეს

ბრაზილიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი მოუკიდეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მომიტინგეებმა ასევე რამდენიმე სახელმწიფო უწყების შენობა დააზიანეს.
საპროტესტო აქციებში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, მიშელ ტემერის გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოთხშაბათს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები