დონალდ ტრამპი ბრიუსელში ჩაფრინდა

დონალდ ტრამპი ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ჩაფრინდა. “ბი ბი სის” ინფორმაციით, სამიტზე, ძირითადად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფინანსების საკითხები იქნება განხილული.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა ნატოსთან დაკავშირებით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთა. იგი ამბობდა, რომ ალიანსის ყველა წევრმა დაფინანსების ვალდებულებები უნდა შეასრულოს, სხვა შემთხვევაში კი მას ნატოს არსებობა ვერ წარმოუდგენია. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა აღნიშნული განცხადებები ოდნავ შეარბილა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ადგილზე გაეცნობიან მის პოზიციას ნატოს მომავალთან დაკავშირებით. ტრამპის ვიზიტის ფარგლებში ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები