ჯაკარტაში ორი აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ინდონეზიის პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა. 10 ადამიანი კი დაიჭრა.
„ბი ბი სის“ ცნობით, აფეთქებები ავტოსადგურთან მოხდა. ინდონეზიის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტები თავდასხმებს ინდონეზიის სხვა ადგილებშიც გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები