საქართველოს ავიაბაზარზე პოლონური ავიაკომპანია „Small Planet Airlines“ შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, პოლონური ავიაკომპანია „Small Planet Airlines“, ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ფრენები 26 მაისიდან 29 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Small Planet Airlines“-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 19 მაისს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები