“კარიბის ზღვის მეკობრეები” IMAX-ის დარბაზში

ამერიკელი მსახიობის,ჯონი დეპის ფანებისთვის სასიამოვნო სიახლეა. Walt Disney 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ”კარიბის ზღვის მეკობრეების” მეხუთე ნაწილს ჰოაკიმ რონინგისა და ესპენ სანდბერგის რეჟისორობით გვთავაზობს.
ფილმი კვლავ მეკობრეების თავგადასავალზე მოგვითხრობს, თუმცა ამ ნაწილში კაპიტან ჯეკ ბეღურას სალაზართან შებრძოლება მოუწევს, რომელმაც თავი დააღწია ეშმაკის სამკუთხედს და ახლა ოკეანეში ყველა პირატის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. კაპიტანის ერთადერთი იმედი პოსეიდონის სამკბილა არტეფაქტია, შეძლებს თუ არა მის ხელში ჩაგდებას ამას მაყურებელი 26 მაისს გაიგებს.
”მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან” – ეს არის მეხუთე ნაწილის სახელწოდება, რომელშიც ჯონი დეპი, კირა ნაითლი, დევიდ უენემი, კაია სკოდელარიო, ორლანდო ბლუმი, კევინ მაკნალი და ჯეფრი რაში მონაწილეობენ.
ფილმს, რომლის ბიუჯეტმაც 300 მილიონ დოლარს მიაღწია კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ექსკლუზიურად ქართველი მაყურებლისთვის, კარიბის ზღვის მეკობრეების პრემიერა 23 მაისს IMAX-ის დიდ ეკრანზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები