ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომას დაესწრო.
როგორც ” კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საბჭო 37 ბიზნესასოციაციას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგობრივ ასოციაციებს აერთიანებს.
მათივე ინფორმაციით, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მდომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა საბჭოს წევრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები გააცნო და დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი, რაც მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. ამ პროცესში კი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.
,,პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან საშუალებას იძლევა მოხდეს დარგში არსებული პრობლემების, გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების განხილვა და მსჯელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც სახელმწიფო მიიღებს, შეჯერებული იყოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გაფართოებულ სხდომაზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საბჭო ორი ძირითადი მიმართულებით – რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ცენრების ხელშეწყობის კუთხით აქტიურად მუშაობს. ორივე ამ მიმართულებით მუშაობას სავაჭრო-სამრეწველო პალატა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.
,,სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს დაგეგმილი აქვს რეგიონული, დარგობრივი ასოციაციების დაფუძნება და რეგიონებში სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს სახელმწიფო და კერძო სექტორის კომუნიკაციას“, – აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
სხდომის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბჭოს წევრების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომაზე პალატის ახალი სტრატეგის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, პალატის ახალ წევრებად კახეთის მეღვინეთა გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო, ხოლო თანადამფუძნებლად მემწვანილეთა ასოციაცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები