შვედი და ებრაელი პოეტები სტუმრად „ცოცხალ წიგნებთან“

26-28 მაისს, ყაზბეგი, კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერალთა ჯგუფს უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  პროექტს მთარგმნელობით ვორკშოპზე ჩამოსული ორი ებრაელი და ერთი შვედი პოეტი – ამირ ორი, დითი რონენი და კრისტიან კარლსონი შეუერთდებიან.
ქართველ მწერალთა შორის არიან: ლელა სამნიაშვილი, თეა თოფურია, კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ბათუ დანელია, გიორგი არაბული, პაატა შამუგია, ასევე, ჯგუფის ხელმძღვანელი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და მთარგმნელები: დალილა გოგია და მანანა კობაიძე.
ქართველი და უცხოელი მწერლები ერთმანეთის შემოქმედების გაცნობისა და თარგმნის პროცესში არიან. ბწკარედის დონეზე თარგმნა უკვე დასრულებულია. ვორკშოფის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული თარგმანების შედარება, შეჯერება და საბოლოო ფორმის მიცემა კრებულის გამოსაცემად.
ყაზბეგიდან დაბრუნების შემდეგ, 29 მაისს, უცხოელი მწერლები თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს შეუერთდებიან, რომელსაც წელს 17 ქვეყნიდან 23 ავტორი სტუმრობს. ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 29 მაისს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება. ამავე დღეს, მწერალთა სახლის ბაღში ე.წ. პოეტური ჯემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის მონაწილე მწერლები და უცხოელი სტუმრები.
პროგრამა:
29 მაისი, სამშაბათი
10 : 30 – 12 : 00 ვორკშოპი მწერალთა სახლში.
15 : 00 – 16 : 00 – შეხვედრა უნივერსიტეტში.
19 : 00 – ფესტივალის გახსნა.
20 :00 – ამირ ორთან შეხვედრა
21 : 30 – პოეტური ჯემი + ჯაზი მწერალთა სახლის ბაღში;
30 მაისი, ოთხშაბათი
12 : 00 – 14 : 00 – ვორკშოპი მწერალთა სახლში.
15 : 00 – 16 : 30 – ვორკშოპი მწერალთა სახლში.
19 : 00 – ამირ ორის პოეზიის საღამო მწერალთა სახლში. ნიკა ჯორჯანელი, დალილა გოგია
21 : 30 – პოეტური ჯემი + ჯაზი მწერალთა სახლის ბაღში – ყველა პოეტის მონაწილეობით.
 
31 მაისი, ხუთშაბათი
12 : 00 – ვორკშოპი მწერალთა სახლში.
15 : 00 – 17 : 00 ვორკ შოპი მწერალთა სახლში.
18:30 პოეზიის საღამო: დითი რონენი (ისრაელი) და იარომინ ტიპლტი (ჩეხეთი); მთარგმნელები: დალილა გოგია და გიორგი ლობჟანიძე; ენა: ინგლისური/რუსული/ქართული (მწერალთა სახლი)
21 : 30 – პოეტური ჯემი + ჯაზი მწერალთა სახლის ბაღში.
1 ივნისი, პარასკევი
18:30 პანელ-დისკუსია: „გამჭვირვალება თუ სიმულაკრა“ – როგორ ასახავს ამ გაორებას ლიტერატურა“. მონაწილეები: რიჩარდ ბერენგარტენი, ვოლია ჰაპეევა, იარომირ ტიპლტი, დითი რონენი; მოდერატორი: შოთა პაპავა. ენა: ინგლისური/ქართული. (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
21:30 დითი რონენი (ისრაელი) და იარომირ ტიპლტი (ჩეხეთი) (მწერალთა სახლი)
პოეზიის ღამე მწერალთა სახლის ბაღში.
21 : 30 – პოეტური ჯემი + ჯაზი მწერალთა სახლის ბაღში – ყველა პოეტის მონაწილეობით, სურვილის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები