შს მინისტრმა, გეკა გელაძემ უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, პირადად მოინახულა ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის უსაფრთხოებას.
გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებს წარმატება უსურვა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.