გუგა ქაშიბაძე: პიროტექნიკით დაზიანებულებიდან საბედნიეროდ ყველა შემთხვევა ამბულატორიული იყო – სერიოზული შემთხვევა ამ ეტაპისთვის არ გვქონია

„პიროტექნიკით დაზიანებულებიდან საბედნიეროდ ყველა შემთხვევა ამბულატორიული იყო – სერიოზული შემთხვევა ამ ეტაპისთვის არ გვქონია,“- ამის შესახებ „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

როგორც ქაშიბაძე აღნიშნავს, შარშანდელთან შედარებით, პიროტექნიკით დაზიანებულთა მომართვიანობა შემცირებულია.

„ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზიანებულთა მომართვიანობა, რა თქმა უნდა, წელსაც იყო, თუმცა საბედნიეროდ ყველა შემთხვევა ამბულატორიულია. სერიოზული შემთხვევა ამ ეტაპისთვის არ გვქონია. ძირითად შემთხვევაში იყო მარჯვენა მტევანი დაზიანებული. პაციენტებიდან რამდენიმე ბავშვი იყო, მაგრამ სტაციონარი არცერთ პაციენტს არ დასჭირდა. შარშანდელთან შედარებით პიროტექნიკით დაზიანებულების მომართვიანობა მოკლებულია,“- უთხრა “კვირას” ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები