ნიკოლას მადურო ამერიკული ჯარის სპეციალურმა დანაყოფმა „დელტა ფორსმა“ დააკავა
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შაბათ დილით ადრე აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფმა — Delta Force-მა დააკავა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CBS News ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი: „შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა წარმატებით განახორციელა, რის შედეგადაც ქვეყნის ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად დააკავეს და ვენესუელიდან გაიყვანეს“.
