„ზურმუხტ ქალაქის საოცარი ჯადოქარი” – პრემიერა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

 25 დეკემბერი – 14 იანვარი, 18:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა. თეატრის ინფორმაციით, ეს არის ჯადოსნური მუსიკალური ზღაპარი ერთ მოქმედებად – .ფრენკ ბაუმის “ზურმუხტ ქალაქის საოცარი ჯადოქარი”.
თარგმანი და სცენური ვერსია ვახტანგ ნიკოლავასი; დამდგმელი რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა; მხატვარი – ანა ნინუა;  კოსტიუმების მხატვარი – სოფი ჩალაშვილი;  მუსიკალური გაფორმება ლევან მიქელაძის; 
სიმღერების ტექსტი ვალერიან ოთხოზორიასი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე.
მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, კახი გაზდელიანი, დავით გურგენაძე, ირაკლი კვერღელიძე, ირაკლი კერესელიძე, ბაჩი ლეჟავა, ნანა ლორთქიფანიძე, რუსუდან მაყაშვილი, მარიტა მესხორაძე, ედმონდ მინაშვილი, თემურ ფირცხალაიშვილი, ქეთი ხიტირი.
შაბათ -კვირას დასაწყისი 14:00 და 18:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები