არჩილ გორდულაძე ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ ახალ რეგულაციებზე: ახალი წესის ამოქმედების მიზანს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს

“ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალი წესის ამოქმედების მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს“, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ერთია კანონი, მაგრამ სანამ კანონი ამოქმედდება, ისევ და ისევ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ერთი არის შემოსავლის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვისი დაზიანების ხარჯზე“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, წლიდან ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალი წესი ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები