დავით შერაზადიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს იუბილეს ულოცავს.
დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მისი უწმინდესობის მრავალწლიანი სულიერი წინამძღოლობა და ღირსეული ღვაწლი ქართველი ერისთვის რწმენის, ერთიანობისა და ეროვნული თვითშეგნების უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს.
„უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავისი მოღვაწეობით არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნისთვის სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ღირებულებების დამცველია. მისი სიტყვა და მაგალითი თაობებს აერთიანებს და მომავალს აძლიერებს”, – აღნიშნავს დავით შერაზადიშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრი მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, სულიერ ძალასა და მრავალჟამიერ მსახურებას უსურვებს საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.