გეკა გელაძემ აჭარაში, უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უწყების სხვადასხვა დანაყოფს,ასევე, სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია და თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა პირადად მოინახულა და მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც, დაუღალავად ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ებრძვიან კრიმინალს, ახორციელებენ პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უზრუნველყოფენ წესრიგს და ქვეყანაში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან.

“გეკა გელაძემ მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის პროცესში უწყების თითოეული თანამშრომლის როლს, ასევე, დანაყოფების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს ყოველდღიური საპასუხისმგებლო გამოწვევების კვალდაკვალ, ნაყოფიერი და მშვიდობიანი საქმიანობა უსურვა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები