თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ააიპ ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიში მოისმინეს.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ გახსნა და კოლეგებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა.
მისი თქმით, 2015 წელს რეორგანიზაციის შედეგად „თბილისელების ადვოკატი“ ა(ა)იპ-ი „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“ გახდა. aRniSnuli ცენტრი პროექტს „ჩემი ადვოკატი“ ახორციელებს, რომლის ძირითადი ფუნქცია მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევaა.
ააიპ ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიში კომისიის წევრებს ცენტრის დირექტორმა მარინა ბერაძემ წარუდგინა.
მისი თქმით, თბილისში უფასო სამართლებრივი დახმარების 11 ოფისი ფუნქციონირებს, სადაც სპეციალისტების მოქალაქეებს სრულ იურიდიულ მომსახურებას უწევენ.
კონსულტაცია წარმოებს როგორც ოფისებში, ისე ტელეფონის მეშვეობით. მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად ორგანიზაციის ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ მომსახურების მიღების საშუალება ეძლევთ.
მარინა ბერაძის განმარტებით, წლის განმავლობაში მომსახურება 14 159 ფიზიკურ პირს გაეწია.
2016 წელს სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებიდან წარმატებით 723 საქმე დასრულდა.
კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ა(ა)იპ-ი „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორის მოადგილე ავთანდილ ხარატი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები