სამხედრო სამსახურისთვის განზრახ თავის არიდება დასჯადი ხდება

წვევამდელებს, რომლებიც ეცდებიან, რომ სამხედრო სამსახურს თავი თვითდაზიანებებითა და ყალბი დოკუმენტაციით აარიდონ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ავრცელებს. დეპუტატი აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად იმ დოკუმენტაციასაც აქვეყნებს, სადაც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში თავის არიდების სტატისტიკაა ნაჩვენები. უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნულ სტატისტიკას საგანგაშოდ აფასებს.
„იმ წვევამდელთა საყურადღებოდ, რომლებიც ცდილობენ მანიპულაციებით, თვითდაზიანებებით, ყალბი დოკუმენტაციის შედგენით და ა.შ. თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, კანონით დაგეკისრებათ.
მეგობრებო – მეორე და მესამე გრაფაში, ციფრებს მიაქციეთ ყურადღება. ნამდვილად საგანგაშოა“,- წერს ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები ამ წუთებში თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. ცვლილებები კანონის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები