ზაფხულის დღეებში ბათუმის მიმართულებით ფრენებს ექვსი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს

ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს ექვსი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ-პეტერბურგიდან შესრულდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს.
ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.
ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს 15 ავიაკომპანია ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები