კახა კალაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმირის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერათ ალბაირაქს შეხვდა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე, საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები