კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

გლდანის რაიონში, ხიზაბავრის ქუჩა N14-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტარლური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24 მაისის 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
გლდანის რაიონში:
ილორის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს; თემქის III მ/რ-ს, გლდანულას;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები