პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო ბრიტანეთის ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს.
”შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს”, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში, რომელიც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები