არიანა გრანდე მანჩესტერში მომხდარ აფეთქებაზე – განადგურებული ვარ

„განადგურებული ვარ, მთელი გულით გამოვხატავ ძალიან დიდ მწუხარებას, სიტყვები არ მყოფნის“, – ასე გამოეხმაურა „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარ აფეთქებას პოპმომღერალი არიანა გრანდე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ანტიტერორისტულ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ არენაზე“, ამერიკელი პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულებისას, როდესაც მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, ფოიეში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა 50-ზე მეტი კი დაშავდა.
კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. მომხდარის შედეგად არ დაშავებულა თავად მომღერალი არიანა გრანდე. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები