თბილისის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდებათ
დღეს, თბილისის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
“23 მაისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ზაჰესში, თავისუფლების ქუჩა №2, №9, №10, №11, №11ა, №13, №13ა და №24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და თავისუფლების, ავჭალის, კასკადის, კეცხოველის, ყაზბეგის და ჭიჭინაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.