თელავში, სავარაუდოდ, ადრექრისტიანული ხანის სამარხი აღმოაჩინეს
თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარხებსა და ადამიანის ძვლებს მიაკვლიეს, რომელიც, სავარაუდოდ, ადრექრისტიანულ პერიოდს ეკუთვნის.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, სამარხები სამშენებლო კომპანია “უტას” თანამშრომლებმა სამუშაოების შესრულებისას აღმოაჩინეს.
მუშების თქმით, მიწაში ადამიანის თავის ქალა და ე.წ. ქვახუფის ტიპის სამარხი გამოჩნდა. მათ მუშაობა შეაჩერეს და ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდეს.
ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.