ცესკომ „მემარცხენე ალიანსის“ ინიციატივა, მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხის შესახებ, არ დააკმაყოფილა

“მემარცხენე ალიანსის” ინიციატივა, რეფერენდუმზე მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით, სარეფერენდუმო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, პარტია “მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა მოღალატეობრივი უწოდა.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, კომისიამ მიიჩნია, რომ ეს საკითხი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს რეფერენდუმის შესახებ, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას.
“ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, ნორმის მიხედვით, აღიარებულია საკუთრების უფლება, საარჩევნო კანონმდებლობისა და რეფერენდუმის შესახებ კანონის თანახმად, არ შეიძლება გაიმართოს რეფერენდუმი ადამიანის კონსტიტუციური, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესახებ”, – აღნიშნა მიქელაძემ.
სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტილებას ხუთი დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სარეფერენდუმო კომისიის სხდომას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ამ მიზეზით პროტესტის ნიშნად არც “მემარცხენე პარტიის” ლიდერები არ ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები