საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 20:00 საათზე დაეშვება.
23 მაისს, 09:45 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თურქ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება.
ხელი მოეწერება დოკუმენტებს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც, 13:00 საათზე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.​
ბინალი ილდირიმს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები