„იცნობდე შენი ქვეყნის საგანძურს” – მოოქრული სამაჯური, მარჯორი უორდროპის პორტრეტით

„იცნობდე შენი ქვეყნის საგანძურს”! – საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს და საქართველოს ხელოვნების სასახლის ერთობლივი აქცია გაიმართა, გამოიფინა  მოოქრული სამაჯური, მარჯორი უორდროპის პორტრეტით.
სამაჯური უორდროპების კოლექციიდანაა.
მარჯორი უორდროპი — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და. თარგმნა და გამოსცა „ქართული ხალხური ზღაპრები“ (ლონდონი, 1894 წ.), ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ (ლონდონი, 1895 წ.), „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (ოქსფორდი, 1900 წ.) და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები.
მან პირველმა ინგლისურად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (გამოიცა 1912 წელს ლონდონში მისი ძმის მიერ). მისი გარდაცვალების შემდეგ, სერ ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი დააარსა, რომლის მიზანიც სტუდენტებში ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები