„ლელოს“ მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა
„ლელო სარასენსის“ მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუჯა სურგულაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
„სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით, სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელო სარასენსის და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე.
საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.
