კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა

კახეთში, სეტყვისა და გახშირებული წვიმების შედეგად, დაზარალებულმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა.
ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, წუხანდელი ძლიერი სეტყვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა და ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩათ.
მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, თუ აღმოჩნდება რომ, ამ სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად დაუზიანდა, გამგეობა გარკვეულწილად გაუწევს დახმარებას.
გამგებლის თქმით, ვენახის, მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების დაზიანების შესახებ, გამგეობის კომისიის დასკვნა მთავრობას გაეგზავნება და შესაბამისად დახმარების საკითხს ისინი გადაწყვეტენ.
ცნობისათვის, გუშინ, საღამოს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დააზარალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები